ლუკა მოდრიჩი სამეფო გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც „რეალი“ უკვე ასაკში მყოფ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს. როგორც წესი, ფლორენტინო პერესი ასე არ იქცევა.
ხორვატ ფეხბურთელს კი მადრიდული გრანდი ვერ ელევა. ინფორმაციას სამეფო გუნდის ოფიციალური გვერდიც ადასტურებს.
35 წლის მოდრიჩი რეალში 2012 წელს მივიდა. ნიშანდობლივია, რომ მისი ტრანსფერი პირადად ჟოზე მოურინიომ მოითხოვა.
საერთო ჯამში ლუკა მოდრიჩმა „რეალის“ მაისური 391-ჯერ მოირგო და 28 გოლი გაიტანა. მოდრიჩმა „რეალთან“ თითქმის ყველა ტიტული მოიგო. ერთადერთი ტურნირი, რაც სამეფო გუნდს და მოდრიჩს არ მოუგიათ ეს ევროპის ლიგაა, რადგან ამ ტურნირზე არც უასპარეზიათ.





