ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტები ფინალისკენ წარმატებით მიდიან. ბაგრატ ნინიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში იასპარეზებენ.
66 კგ წონით კატეგორიაში, ნინიაშვილმა მეოთხედფინალში რუსი ძიუდოისტი დაამარცხა, ლუხუმ ჩხვიმიანმა კი (60კგ) ჩეხ სპორტსმენს მოუგო.
ნახევარფინალში ორივე ძიუდოისტის მეტოქე რუსი სპორტსმენი იქნება.



