შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფიფას 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის 11 საგზურისთვის, ევროპის ზონიდან 51 ნაკრები იბრძოლებს. A, B, C ჯგუფები ხუთი ნაკრებისგან დაკომპლექტდა. D-დან I-ი ჯგუფის ჩათვლით კი ექვს-ექვსი ნაკრები გადანაწილდა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წილისყრის შედეგად A ჯგუფში მოხვდა:
- შვედეთი
- ფინეთი
- ირლანდია
- სლოვაკეთი
- საქართველო
![]()
უეფას ზონის ქალთა ნაკრებები ცხრა ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფის გამარჯვებული ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მიიღებენ.
მეორე ადგილზე გასული სამი საუკეთესო ნაკრები პლეი-ოფის მეორე რაუნდში ითამაშებს. პლეი-ოფის მეორე რაუნდის კიდევ ერთი საგზური საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილზე გასულ მომდევნო ექვს ნაკრებს შორის გათამაშდება.
საბოლოოდ პლეი-ოფის მეორე რაუნდში ექვსი გუნდი ითამაშებს, მათგან ორი გამარჯვებული ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს, ერთი ნაკრები კი კონფედერაციათა პლეი-ოფში გადაინაცვლებს, სადაც ყველა კონტინენტის 10 ნაკრებს შორის, ბოლო სამი საგზურის მფლობელი გამოვლინდება.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
მატჩების სრული განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მსოფლიოს 32 საუკეთეს ნაკრებს, ავსტრალია და ახალი ზელანდია 2023 წლის 10 ივლისიდან, 20 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.





