დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის ბოლოს „კიოლნი“ ბუნდესლიგას დაემშვიდობება. 28 ტურის შემდეგ გუნდს 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.
ლოგიკურია, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთელის მიერ გაწეული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და დაითხოვა. მარკუს გისდოლი კიოლნელთა დამრიგებელი აღარ არის.
„კიოლნის“ ახალი თავკაცი კი ფრიდჰემ ფუნკელი გახდა. 67 წლის სპეციალისტის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მოქმედებს, თუმცა დადებითი შედეგის ჩვენების შემთხვევაში ალბათ ხელშეკრულება გახანგრძლივდება.
ისე, ფუნკელისთვის „კიოლნში“ მუშაობა ახალი ხილი არ არის. ის გუნდს 2002-2003 წლებში წრთვნიდა.




