ის, რაც კოლუმბიის ჩემპიონატში მოხდა ალბათ ანალოგი ძნელად თუ მოეძებნება. გინახავთ სადმე ან გსმენიათ ოდესმე ფეხბურთი შვიდი თერთმეტზე ეთამაშოთ? არა, ეზოში ბავშებს შორის ბურთის გორებას არ ვგულისხმობთ, პროფესიონალურ ფეხბურთზე გვაქვს საუბარი.
ჰოდა თუ არა, ამიერიდან გვეცოდინება, რომ ასეთებიც ხდება. კოლუმბიის ჩემპიონატში, „რიონეგრო ალიგასს“ და „ბოიაკო ჩიკოს“ გუნდებს შორის დაპირისპირება ნამდვილად ჩაეწერება ისტორიაში. მოედანზე 22 ფეხბურთელის ნაცვლას 18 კაცი გამოვიდა.
მასპინძლების 23 კაციანი განაცხადიდან ზოგიერთს ტრავმა ჰქონდა, ნაწილს კი კორონავირუსი აღმოაჩნდა. კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციამაც ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია და მატჩის გამართვის ბრძანება გასცა.
საგულისხმოა, რომ ამ 7 ფეხბურთელიდან 2 მეკარე გახლდათ. ამიტომაც, ერთ კიპერს მოუხდა დაცვის ხაზში ეთამაშა.
ნიშანდობლივია, რომ 57-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო, თუმცა შემდეგ 7 კაცით მოთამაშე „რიონეგრო ალიგასმა“ 3 გოლი გაუშვა. მასპინძლებს ქვა აღმართში დაეწია. მეორე ტაიმის მიწურულს ისედაც გასაჭირში მყოფთ, კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემტვრა. არბიტრსაც მატჩის შეწყვეტა მოუხდა, რადგან ფიფას წესების მიხედვით 6 კაცით თამაშის გაგრძელება ნებადართული არ არის.


