2021 წლის სეზონი ძიუდომ დოჰაში გახსნა, სადაც მასტერსის გათამაშება დაიწყო. ყატარის დედაქალაქში უძლიერესმა კიმონოისტებმა მოიყარეს თავი და მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს დიდად წარმატებულს ვერ დავარქმევთ. ტატამზე 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, რომელთაგან სამს ხელი ადრეულ ეტაპებზევე მოეცარათ.
თემურ ნოზაძემ (60კგ), პირველი წრე ბრაზილიელი ტაკაბატაკეს ძლევით კი გადალახა, მაგრამ შემდეგ ტაიპეის წარმომადგენელ იუნგ ვეისთან წააგო. ამავე წონაში, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა სასტარტო დაპირისპირება კორეელ კიმ ვონ ინთან წააგო.
ერთი წრის გავლა შეძლო ბაგრატ ნინიაშვილმაც (66კგ), რომელმაც უკრაინელი იადოვ ბოგდანი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ რუს არამ გრიგორიანთან ვეღარაფერს გახდა.
რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, მან ორი ეტაპი გადალახა, თუმცა ნახევარფინალში გადასასვლელ ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელ ბარუშ შმაილოვთან დამარცხდა.
ვაჟა მარგველაშვილი რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს მედლისთის იბრძოლებს.