“ტენერიფეს” ქართველ ცენტრს გიორგი შერმადინს ტრავმა აქვს და თვეზე მეტი გაუცდება. 32 წლის კალათბურთელმა დაზიანება ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ბილბაოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო.
ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა წელის არეში მიიღო და ამის გამო მან “ბილბაოსთან” შეხვედრა ვერ ჩაამთავრა. წინასწარი ვარაუდოთ, გიორგის დაახლოებით 5 კვირა გაუცდება.
ტრავმის გამო გიორგი შერმადინი ტენერიფეს ACB ლიგასა და საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის უახლოეს შეხვედრებში ნამდვილად დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ ბილბაოსთან შეხვედრაში შერმადინმა 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.







