დიდი ბრიტანეთი კორონავურისის ალშია გახვეული. გაერთიანებული სამეფო ევროპაში ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. ამას გარდა, ინგლისში ვირუსის ახალი შტამი გაჩნდა.
ბუნებრივია, გამკაცრებულია შეზღუდვებიც. ყოველივე პრემიერლიგის პროტოკოლზეც აისახება. ფეხბურთელებს მკაცრი რეგულაციების დაცვა და კარანტინი უხდებათ.
მიუხედავად ამისა, არიან ურჩებიც. ყველა ვერ ეგუება შეცვლილი ცხოვრების რეჟიმს. ერთ-ერთი ასეთი კი „ვესტ-ჰემის“ ჰავბეკი მანუელ ლანსინი აღმოჩნდა, რომელმაც შობის ღამეს რეგულაციები დაარღვია და თანამემამულეებთან, „ტოტენჰემის“ არგენტინელ ფეხბურთელებთან ერიკ ლამელთან, ჯოვანი ლო ჩელსოსთან და სერხიო რეგილონთან ერთად გემრიელად მოილხინა.
„მას შემდეგ დიდხანს ვფიქრობ ჩემს ქმედებაზე თუ როგორ მოვიქეცი შობის ღამეს. ვიცი რომ წარსულს ვაღარ შევცვლი, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე ვისაუბრე და შეცდომა ვაღიარე. მე საკმაო ხანია „ვესტ-ჰემში“ ვთამაშობ და ვიცი რაოდენ ბევრს ნიშნავს ჩვენთვის გულშემატკივრები.
ახლა დასჯილი ვარ, მაგრამ მსურს საყვარელ საქმეს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე. ჩემი დანაშაულის გამოსასყიდად, საქველმოქმედო ბანკში თანხას გადავრიცხავ, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში ხალხს დახმარებას გაუწევს“ – აღნიშნავს მანუელ ლანსინი.





