რეკლამა
Primesport.ge
შაბათი, აპრილი 18, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

ლაშა ჯაიანი ინგლისის პრემიერშიფის გუნდში ითამაშებს!

16:51 2021/01/08
0 0
154
SHARES
853
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისში დაბრუნდება და კარიერას პრემიერშიფის „უოსფსში“ გააგრძელებს.

„უოსფსი“ 153 წლის წინ დაარსდა და საშინაო შეხვედრებს „რიკო არენაზე“ (Ricoh Arena) მართავს, რომელიც 32 609 მაყურებელს იტევს. გუნდი ექვსჯერ გახდა პრემიერშიფის გამარჯვებული და ასევე 6-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი, მათ შორის გასულ სეზონში. ის ჩემპიონთა თასის ორგზის და ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულია.

„ბზიკების“ ახალგაზრდული გუნდი საქართველოშიცაა ნამყოფი და უმცროს ბორჯღალოსნებთან ამხანაგური თამაშები გამართა. 2018 წლიდან მის ღირსებას იცავს ბორჯღალოსანი ზურაბ ჟვანია, და ახლა უკვე 22 წლის ლაშა ჯაიანიც.

„ბედნიერი ვარ ასეთი ისტორიის მქონე, ტიტულოვანი და მაღალი კლასის გუნდის წევრი რომ გავხდი. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული კრიზის ფონზე, გუნდმა ძალიან კარგი პირობები შემომთავაზა და ესეც რომ არა, ასეთი გუნდის შეთავაზებაზე უარის თქმა ყველა მორაგბეს გაუჭირდებოდა. ასეთ შანსს არ ველოდი და გახარებული ვარ, რადგან „უოსფსში“ თამაში პროფესიულ კარიერაში ერთი საფეხურით წინ წასვლის საშუალებას მომცემს. ვეცდები გუნდში ადგილი დავიმკვიდრო და ამისთვის თავს არ დავზოგავ“ – განაცხადა ჯაიანმა.

ინგლისში განცდილი პროგრესი

ლაშა ჯაიანმა თამაში თბილისის „ჩოხოსნებში“ დაიწყო, 2016 წელს კი ინგლისს მიაშურა და ჯერ „ექსეთერის“ სკოლის, შემდეგ კი უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა. ინგლისში მიღებული გამოცდილება მას ჯერ 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში, შემდეგ კი ეროვნულ გუნდში მოხვედრაში დაეხმარა:

„ინგლისში რომ ჩავედი ფიზიკურად თხელი ვიყავი. გუნდში ძალიან კარგი ფიზმომზადების სპეციალისტები გვყავდა, გვქონდა იდეალური სავარჯიშო პირობები და ამ პერიოდში მნიშვნელოვნად მოვუმატე, ფიზიკურადაც გავიზარდე. გარდა ამისა, უნივერსიტეტის გუნდში ხშირად მოდიდონენ „ექსეთერ ჩიფსის“ მორაგბეები, მათ შორის მეორე ხაზელებიც და გვიტარებდნენ სპეციფიურ ვარჯიშებს, გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა. რეგულარულად ვთამაშობდი ჩემი ასაკისთვის საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდი პროფესიულ რაგბს“ – იხსენებს ექსეთერში გატარებულ პერიოდს ჯაიანი.

წარსული გამოცდილება ლაშას ახლაც გამოადგა. „შემოდგომის ერთა თასზე“ წარმატებული თამაშის შემდეგ, მას ყოფილი მწვრთნელი, „ვიტგიფთის“ სკოლის გუნდის თავკაცი კრის ვოლკინსი დაუკავშირდა, რომელიც ადრე „უოსფსში“ თამაშობდა და კარგი ურთიერთობა აქვს „ბზიკების“ აკადემიის მთავარ მწვრთნელთან კევინ ჰერმანთან. „უოსპსი“ გამოცდილ, საერთაშორისო დონის მეორეხაზელს ეძებდა, თუმცა ჯაიანის ვარიანტი საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა და კლუბსა და მოთამაშეს შორის ერთწლიანი კონტრაქტი, 6+6-ის პრინციპით გაფორმდა:

„ვესაუბრე „უოსპსის“ მწვრთნელებს, რა სტილს ანიჭებენ უპირატესობას, როგორი ტიპის ვარჯიშები აქვთ. ასევე ვესაუბრე ზურაბ ჟვანიას, კონსულტაციები გავიარე ლევან მაისაშვილთან და ილო მაისურაძესთან და ყველამ მირჩია, რომ კონტრაქტზე ხელი მომეწერა, რადგან ეს ჩემი განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება“.

„ვივარჯიშებ პირველ გუნდთან ერთად. ვიცი, რომ მეყოლება ძლიერი კონკურენტები, რაც ძალიან კარგია, რადგან მომიწევს მეტი შრომა და მათთან კონკურენციით დიდ გამოცდილებას მივიღებ“.

უდიდესი გამოცდილება და თავდაჯერებულობა

უმცროს ბორჯღალოსნებში წარმატებული თამაშის შემდეგ, ჯაიანს ეროვნულში პირველად 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, შეკრებაზე უხმეს. მაშინ ის იაპონიაში წამსვლელთა შორის ვერ მოხვდა.

სამაგიეროდ, ამა წლის 22 თებერვალს ლაშამ ბელგიასთან სადებიუტო მატჩი ჩაატარა და მალევე პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშა, „შემოდგომის ერთა თასზე“ კი ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და როგორც თავად ამბობს, თავდაჯერებულობა შეიძინა:

„ბელგია იმ დონის გუნდი არაა, როგორებსაც „შემოდომის ერთა თასზე“ ვეთამაშეთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს იყო კარიერის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. უნდა დამემტკიცებინა, რომ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებდი და დღეს „უოსფსთან“ კონტრაქტს რომ ვაფორმებ, სწორედ ბელგიასთან მატჩის დამსახურებაა“.

„რაც შეეხება „შემოდგომის ერთა თასს“, ეს იყო უძლიერესი ტურნირი, სადაც, მთელი თვის განმავლობაში, კვირიდან კვირამდე ვეთამაშებოდით მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს. მეც და საქართველოს ნაკრების ყველა მოთამაშემ, უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ. ის, რომ ტურნირზე კარგად გამოვიყურებოდით იმ ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდის დამსახურებაა, რომლის განმავლობაში მწვრთნელებმა და ყველა მიმართულების სპეციალისტებმა უდიდესი სამუშაო ჩაატარეს“.

„თამაში მსოფლიოს უძლიერესი მორაგბეების წინააღმდეგ გვიწევდა და პირველ რიგში, შევიძინე უდიდესი თავდაჯერებულობა. ვნახე, რომ ამ დონეზე თამაში შემიძლია და ეს თავდაჯერებულობა „უოსფსშიც“ გამომადგება. ახლა ვიცი, რომ ამ დონის მოთამაშეების მხარდამხარ, გნებავთ წინააღმდეგ თამაში შემიძლია და ეს გუნდთან შეგუებაში დამეხმარება“.

RUGBY.GE

თეგები ლაშა ჯაიანიუოსფსი
ირაკლი გოგვაძე

ირაკლი გოგვაძე

დაკავშირებული სიახლეები

No Content Available

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • წარმატებები, მომენატრებით – გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას დაემშვიდობა

    160 გაზიარებები
    გაზიარება 64 Tweet 40
  • ვეცდებით სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ! – ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებისთვის მზადება დაასრულეს

    156 გაზიარებები
    გაზიარება 62 Tweet 39
  • ელისანდრო: ასეთი მომენტებისთვის ჩვენ ფეხბურთელები თავს ვწირავთ

    145 გაზიარებები
    გაზიარება 58 Tweet 36

რეკომენდირებული

No Content Available

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In