ITA-მ დამოუკიდებელი ანტი-დოპინგური ტესტირების ფარგლებში ძალოსნობის ფედერაციასთან ერთად 2012 წელს ჩაბარებული სინჯების ხელმეორე ანალიზი გააკეთა. სამწუხაროდ აკრძალული ნივთიერება ორ ქართველ სპორტსმენს აღმოაჩნდა.
საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი თურმანიძესა და რაულ ცირეკიძეს ანაბოლიური სტეროიდი აღმოაჩნდათ.
ცნობისთვის, ირაკლი თურმანიძემ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაულ ცირეკიძე კი ჩემპიონი გახდა.
ჯამში აკრძალული ნივთიერება 7 სხვადასხვა ქვეყნის 13 სპორტსმენს აღმოაჩნდა.
სიაში მყოფ ძალოსნებს უფლება აქვთ, რომ კიდევ ერთი კვლევა მოითხოვონ, თუმცა სანამ საქმის გამოძიება არ დასრულდება, მათ შეჯიბრებზე გამოსვლის უფლება არ ექნებათ.

