26 წლის ფრანგი მცველი კურტ ზუმა “ჩელსიდან” კარიერას “ვესტ ჰემში” გააგრძლებს. ინფორმაცია ინგლისურმა გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ჩაქუჩებს გამოცდილი ფეხბურთელის შეძენა 30 მილიონი ევრო დაუჯდათ. ფრანგმა მცველმა კლუბთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
ზუმა “ჩელსის” 2014 წელს “სტ.ეტიენიდან” შეუერთდა და კლუბთან ერთად 2 პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო.
Welcome to West Ham United, @KurtZouma! ✍️ pic.twitter.com/X7eguIRzTi
— West Ham United (@WestHam) August 28, 2021





