ამინატ ინდრისა – მანდილოსანი, რომელიც ალბათ სამომავლოდ არაერთი ქალბატონის შთაგონების წყარო გახდება და აფიქრებინებს, რომ შეუძლებელი არაფერია.
ინდრისა ნიგერიელი სპორტსმენია, კერძოდ ტაეკვანდოს მიმდევარი და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ალბათ იფიქრებთ მერე რა მოხდაო, თუმცა პასუხი ნამდვილად გაგაოცებთ.
ამინატ ინდრისამ ტაეკვანდოში ნიგერიის ჩემპიონობა 8 თვის ორსულმა მოიპოვა. ეს კი დაგვეთანხმებით სახუმარო საქმე არ გახლავთ.
რა თქმა უნდა, იდრისამ ტაეკვონდოს იმ კატეგორიაში იასპარეზა, რომელშიც სპორტსმენები არ ჩხუბობენ და მხოლოდ საკუთარი ტექნიკისა და კონტროლის დემონსტრირებას ახდენენ. თავისთავად, ტურნირის ორგანიზატორებმა მას შეჯიბრში მონაწილეობის უფლება სამედიცინო შემოწმების შემდეგ მისცეს.
„ვარჯიში ყოველთვის მანიჭებდა დიდ სიამოვნებას. დაორსულებამდეც და შემდეგაც არასოდეს შემიწყვეტია. ბევრი ფიქრობს, რომ ტაეკვანდო აუცილებლად ჩხუბს შეიცავს, არადა მას ორი განხრა აქვს. თავისთავად, ჩემს მდგომარეობაში მოწინააღმდეგესთან კონტაქტში ვერ შევიდოდი და მონაწილეობაც უკონტაქტოში მივიღე. მას დიდი რისკი თან არ ახლავს. ბედნიერი ვარ გამარჯვებით“ – იტყვის 26 წლის ნიგერიელი სპორტსმენი.

