უსიამოვნო ეპიზოდი ეროვნულ ლიგაში – გიორგი ჭიაბრიშვილმა მსაჯს ხელი ჰკრა (VIDEO)
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში თბილისურ დერბიში „ლოკომოტივმა“ დინამო არენაზე „საბურთალოს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 21-ე წუთზე იური ტაბატაძემ გაიტანა. მატჩის მიწურულს ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი გააფრთხილა, რასაც ქართველი სპეციალისტის უკმაყოფილება მოყვა და მსაჯს ხელი ჰკრა და არბიტრისკან უკვე წითელი ბარათი დაიმსახურა.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე