უძლიერესი რუსი დამარცხებულია! – თუშიშვილი ფინალში იჭიდავებს (VIDEO)

ტოკიო 2020-ზე ქართულმა დელეგაციამ მეოთხე ოლიმპიური მედალი გაინაღდა. ძიუდოს ტურნირის დასვკნით დღეს, 100+ კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი ურთულეს ბრძოლაში იპონით დაამარცხა და ახლა უკვე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში თუშიშვილის მეტოქე ჩეხი ლუკაშ კრპალეკი იქნება.