ოღონდ ეს არა… ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა (VIDEO)
რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ყაზანის „რუბინი“ სტუმრად „ურალს“ ეთამაშება. ქართველი გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, მატჩის 32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ერთ-ერთი დრიბლინგის დროს კუნთის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა 20 წლის ფეხბურთელის დაზიანება. როგორც ვიდეოში ჩანს, მას დამოუკიდებლად მოედნის დატოვებაც გაუჭირდა.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე