ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად საუკეთესო ნომინანტები რაფაელ ბენიტესი (ევერტონი), დევიდ მოიესი (ვესტ ჰემი) და ტომას ტუხელი (ჩელსი) იყვნენ.
ნუნუ ეშპირიტუ სანტუს “ტოტენჰემი” 3 ტურის შემდეგ 9 ქულით პრემიერ ლიგის ლიდერია. “დეზებს” ინგლისის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში არცერთი გოლი არ გაუშვიათ.
3️⃣ wins, 3️⃣ goals, 3️⃣ clean sheets
👔 Nuno Espirito Santo is your @BarclaysFooty Manager of the Month#PLAwards pic.twitter.com/LjImoj0MNk
— Premier League (@premierleague) September 10, 2021