ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინა გადაეცა!
საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა, საკუთარ სტუდენტს ლაშა ბექაურს, რომელიც 28 ივლისს, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, სახლი აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა: “სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, გადასცემს საჩუქრად 100 კვ.მ. ბინას” – ნათქვამია განცხადებაში.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე